გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა „კრედიტ სუისის“ თანხები - ყველა სირთულე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან

29-12-2024

„მთავარი მიზეზი იმ სირთულეების, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთელი რიგი სირთულეები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.


როგორც მან განმარტა, სწორედ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა „კრედიტ სუისის" თანხებიც.


შესაბამისად, მთავრობის მეთაურის თქმით, ომს საქართველო ვერ დაიწყებს, რასაც "დიფ სტეიტის" წარმომადგენლები აქტიურად ითხოვდნენ.


„კრედიტ სუისს" რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა "კრედიტ სუისის" თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ "გლობალურ ომის პარტიას", რომელსაც ამერიკაში უწოდებენ "დიფ სტეიტის" მფარველებს - ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია "დიფ სტეიტი", ასევე საქართველოშიც გვაქვს ჩვენი პატარა "დიფ სტეიტი", რომელსაც ეწოდება კოლექტიური "ნაცმოძრაობა". ეს ქვეყანა ქართული დიფ სტეიტისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა ამერიკაში დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სტეიტის შემთხვევაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930