გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
newshub.ge: რატომ დამალა ოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი?

10-01-2025

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა.


გავრცელებულ განცხადებაში არსებული ცრუ ინფორმაცია მალევე ამხილეს, რადგან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ 1 თვით ადრე გახსნა და მაშინ ამის შესახებ ვრცელი და ინფორმაციული განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო: „სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი."


საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილის ავტორები გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი იურგენ ჰარდტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი დებორა დიურინგი არიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031