გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

20-01-2025

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელი 4.4 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


გასულ წელს საქართველომ 4,425,376,937 აშშ დოლარი მიიღო. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 35.4%-ით, (1,156,722,868 აშშ დოლარით) ხოლო 2023 წლის მონაცემებს +7.3%-ით (300,047,994 აშშ. დოლარით). გადააჭარბა.


2024 წლის მე-4 კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $964 მილიონი შეადგინა (963,684,183 აშშ დოლარი) რაც 2019 წლის დონეს 40.5%-ით (278 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +10.3%-ით მეტია, (90 მლნ. აშშ. დოლარით).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728