გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლორა თორნტონი ამბობს, რომ ტრამპი გამაუპატიურებელი და კრიმინალია

22-01-2025

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ

ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“.


ეს განცხადება თორნტონმა პარტია „დროა“-ს წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტის კომენტირებისას გააკეთა. მიქიაშვილის პოსტი ქართველების მიერ ტრამპის მხარდაჭერას ეხებოდა.


„მესმის, რომ საქართველოს ინტერესშია ქართული დემოკრატიის დაცვა. მაგრამ გაიგეთ, ის [ტრამპი] გამაუპატიურებელი და კრიმინალია, ამიტომაც, როგორც ქართველები იტყოდნენ, ბევრს ჩვენგანს ეს ყურს ჭრის, როცა ისმენენ მისი მისამართით ქებასა და დიდებას“, - წერს თორნტონი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728