გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
CFI.co: საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებული ინსტიტუტები

22-01-2025

საერთაშორისო გამოცემა CFI.co სტატიაში „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს ეხება, ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს.


გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად, შედეგად საქართველოს აქვს კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მდგრადი საბანკო სექტორი. ჟურნალისტი სებ-ის მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარების ინიციატივებზე საუბრობს, მისი შეფასებით ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინოვაცია ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად გამოიყენა.


„საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას, ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად. საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებულია. გარდა ამისა, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარება, ხაზს უსვამს მდგრადი ზრდის მიმართ სებ-ის ერთგულებას. 2022 წელს საქართველოს პირველი კორპორატიული მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტებზე იყო ფოკუსირებული, იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება ფინანსური ინოვაცია ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად~, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციაში ხაზგასმულია, ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი მიღწევები უცხოური ვალუტის რყევებისა და გარე შოკების მიმართ ფინანსური სექტორის მდგრადობის საქმეში. გარდა ამისა, ბრიტანული გამოცემა დედოლარიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის სესხებისა და დეპოზიტების წილი.


„2017 წლიდან სებ-მა უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შესამცირებლად სოლიდური მაკროპრუდენციული ზომები გაატარა. ამ მიზნით, სებ-მა რამდენჯერმე მიყოლებით გაზარდა ლიმიტები უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე. ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის სესხების წილი: 2010-იანი წლების დასაწყისში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა, დღეს კი დაახლოებით 43%-ია. ასევე, უცხოური ვალუტის დეპოზიტების წილი, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში მსგავს დონეზე იყო, 52%-მდე შემცირდა. შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი გარე შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა“, - აღნიშნავს ბრიტანული გამოცემა.


Capital Finance International ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co 12 წლის წინ დაარსდა და მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა.


ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031