გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგენს მოხსენებას „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”

24-01-2025

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმში: „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?", რომელიც ჩატარდება 2025 წლის 23-24 იანვარს ინსუბრიის უნივერსიტეტში, იტალიაში. ამის შესახებ იუწყება უნივერსიტეტის პოსტი მედია-პლატფორმა X-ზე.


სიმპოზიუმზე ეკა სეფაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”. მოგვიანებით მისი მოხსენება გამოქვეყნდება ონლაინ კონფერენციის შრომებში და ბიზნეს სისტემების სერიული წიგნის სპეციალურ გამოცემაში.


შეგახსენებთ, რომ ეკა სეფაშვილი 2018 წლიდან არის B.S.LAB (Business System Laboratory) - ის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იტალიაში ბაზირებული ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნესისა და სოციალურ სფეროებში კვლევებისა და სწავლების ხელშეწყობას ემსახურება.


ინფორმაციას „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30