გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს

28-01-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მონაწილეობს ლამფალუსის კონფერენციაში, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მეათე საიუბილეო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა „გეოეკონომიკის ეპოქა: ცენტრალური ბანკის ევოლუცია“, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის ეროვნული ბანკის

პრეზიდენტმა გიორჟი მატოლჩიმ და კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა ჯეფრი საქსმა გახსნეს.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელზეც მაღალი რანგის სტუმრებმა მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს.


კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელ უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.


„საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი დისკუსიები გვქონდა. ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები ინფლაციის მართვის კუთხით, მიმოვიხილეთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და ცენტრალური ბანკების როლი ინფლაციის ნორმალიზებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ასევე ჰქონდა შესაძლებლობა დისკუსიები გაემართა სხვადასხვა აკადემიურ წრეებთან და ცნობილ ეკონომისტებთან. მათ შორის, პროფესორ ჯეფრი საქსთან, რომელიც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031