გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სააკაშვილი, გვარამია, სალომე სამადაშვილი, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და არქივი არ იშლება

30-01-2025

სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან", უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live"-ის ეთერში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.


„მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს, არჩევნების დასრულების შემდეგ. მაშინ, რეალურად, გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს. რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა სცენარი. მაშინ, მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის 4-დან 3 წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია, მე-4 უბრალოდ მაშინ არ არსებობდა, როგორც ოპოზიცია, ისინიც იგივეს იტყოდნენ, დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან", უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება. ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, ერთადერთი არიან, ამერიკელი კუბილიუსი, ჯო უილსონის იმედზე, ეს არის და ეს, არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე, დაესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ, რომ მე-3 და მე-4 ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხვდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. რეალურად ეს არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.


დანარჩენი არის შიდა სამზარეულო, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული Deep State-ის დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოოდ დამარცხდება Deep State-ი, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031