გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

30-01-2025

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.

„ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოში ინფლაცია თითქმის ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ნათია თურნავამ სსფ-ს წევრებს სებ-ის მაკროეკონომიკური პროგნოზები გააცნო და ასევე ფინანსური სტაბილურობის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დრომდე სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031