გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Georgian Travel Club: უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა

3-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


„ძალიან კმაყოფილები ვართ წლევანდელი გამოფენით. ჩვენი ყოველი დღე დატვირთული იყო ძალიან კარგი, პროდუქტიული და საქმეზე ორიენტირებული შეხვედრებით. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ვართ ეგზოტიკური ქვეყანა, ასევე გასათვალისწინებელია ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობა.


მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინდოეთის მრავალ მილიონ მოქალაქეს იმის ფინანსური რესურსი აქვს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ, თუ არა რამდენჯერმე იმოგზაუროს უცხოეთში. შესაბამისად, მათთან სწორი გზებით მიტანილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ ძალიან კარგ განვითარების საშუალებას მისცემს ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რაც ჩემი პირადი რწმენით აისახება არა მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით, არამედ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა Georgian Travel Club-ის წარმომადგენლებმა შოთა გუბელაძემ.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728