გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
VOYAGER: მუმბაის გამოფენა კიდევ უფრო დაგვეხმარება ტურისტების რაოდენობის ზრდაში

5-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა.


საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურისტული კომპანია VOYAGER-ის წარმომადგენელმა სოფო მეძველიამ.


“ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის და პირადად ჩვენი კომპანიისთვის. ერთი წლის წინ დაიწყო აქტიურად ინდოეთის გაყიდვები და საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა, როგორც ჯგუფების, ასევე ინდივიდუალურად მოგზაურებისთვის. მუმბაის გამოფენა კიდევ უფრო დაგვეხმარება ტურისტების რაოდენობის ზრდაში. ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული, საქართველოთი ძალიან დაინტერესებულები არიან და სწორედ ამ მიზნით ვიყავით OTM 2025-ზე, რომ უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი წამოვიდეს ინდოეთიდან საქართველოში, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია“, - აცხადებს სოფო მეძველია.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031