გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუკა ეხვაია 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური,გარე ძალების ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი

5-02-2025

პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, სამი ოპოზიციური პარტიისთვის - 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.


მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების შეუქცევადი პროცესი დაიწყოს, გახარიას პარტიის რეიტინგიც განულდეს და ისეთი ახალი ეროვნული პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც რეალურ ალტერნატივებს და ახალ ხედვებს შესთავაზებენ საზოგადოებას.


„პარლამენტის გადაწყვეტილებით სამი ე.წ. „ოპოზიციური პარტია“ საქართველოს პარლამენტში აღარ იქნება წარმოდგენილი - 49 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი.


საჭიროა პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების შეუქცევადი პროცესი დაიწყოს, გახარიას პარტიის რეიტინგიც განულდეს და ისეთი ახალი ეროვნული პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც რეალურ ალტერნატივებს და ახალ ხედვებს შესთავაზებენ საზოგადოებას“, - წერს ლუკა ეხვაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728