გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: მესმის, რომ დავალებების შესრულება ამ ქალისთვის უცხო ხილი არ არის, მთელი მისი კარიერა სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და დავალებებს ასრულებდა, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს?

7-02-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, იაპონიის ელჩისთვის უტა ივანიშვილის მიერ გადაცემულ ჩემოდანში შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო, დაწყებული ფულიდან დამთავრებული დოკუმენტაციით.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დავალებების შესრულება თინა ხიდაშელისთვის უცხო ხილი არ არის, მთელი მისი კარიერა სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და დავალებებს ასრულებდა, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს.


მისივე თქმით, უტა ივანიშვილს რომ იაპონიის ელჩისთვის, რაიმე კანონსაწინააღმდეგოს გადაცემა სდომებოდა, სხვა ადგილს შეარჩევდა და არა საჯარო სივრცეს.


„როგორი მრავლისმეტყველია და შინაარსიანია ტაივანის ინტერესების გამტარი ქალბატონი ხიდაშელი, ხედავთ?


თურმე ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემოდანში, არაფერს გამორიცხავს...


მესმის, რომ დავალებების შესრულება ამ ქალისთვის უცხო ხილი არ არის, მთელი მისი კარიერა სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და დავალებებს ასრულებდა, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს?


უტა ივანიშვილს რომ იაპონიის ელჩისთვის, ტაივანის ჯაშუშის თქმით, რაიმე კანონსაწინააღმდეგოს გადაცემა სდომებოდა, საელჩოში ვერ მივიდოდა? სახლში ვერ მიუტანდა? კონსპირაციულ ადგილს ვერ შეარჩევდა, რომ საჯაროდ, რესტორანში არ გაეკეთებინა ეს ქმედება?


სასაცილო და უბადრუკ მდგომარეობაში ხართ, თინაც, მისი ქმარიც და ყველა სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუში. აღარ იცით ხავსს როგორ ჩაეჭიდოთ, მაგრამ საბედნიეროდ, ამ ხავსსაც მალე გადარეცხავს სიმართლე და ხელჩასაჭიდი არაფერი დაგრჩებათ, სამშობლოს გამყიდველებო!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031