გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე

12-02-2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე.


მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მასკმა აღნიშნული თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს.


ამასთან, დონალდ ტრამპმა გამოთქვა უკმაყოფილება მოსამართლეების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფო ხარჯების შემცირების მცდელობებს აფერხებენ.


„ალბათ მოსამართლეების საკითხსაც უნდა გადავხედოთ“, – განაცხადა ტრამპმა.


მასკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები და არა დიდი ბიუროკრატიული აპარატი.

ამასთან, მასკმა აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირების გარეშე შეერთებული შტატები „გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას“.


„ფედერალური ხარჯების შემცირება არ არის არჩევანის საკითხი, ეს აუცილებელია. ეს აუცილებელია ამერიკის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამერიკას ჰქონდეს საჭირო რესურსები თავისი მოქალაქეების უზრუნველსაყოფად და არ იყოს მხოლოდ უზარმაზარი ვალების მომსახურებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა მასკმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031