გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს

12-02-2025

მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები.


„მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, რომელიც მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში შედგა დღეს. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობას ვუხდი ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით“, - აღნიშნავს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031