გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი: USAID-ი ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია

12-02-2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი გაკრიტიკა, რომელსაც „კორუმპირებული“ და „არაკომპეტენტური“ უწოდა.


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე.


„ამ ქვეყნისთვის ვიმედოვნებ, რომ ამ პასუხისმგებელ ადამიანს და სხვა პირებს, რომლებიც ანგარიშს მაბარებენ მე და არიან პასუხისმგებლები, მისცემენ საშუალებას, გააკეთონ სწორი საქმე, კერძოდ, უზრუნველყონ, რომ ყველაფერი არის პატიოსნად, ლეგიტიმურად და კომპეტენტურად. ჩვენ ვუყურებთ USAID-ს, ეს ერთია. ჩვენ ასევე შევისწავლით თავდაცვას, განათლებას. არის კიდევ უფრო დიდი სფეროები, თუმცა USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია. ის კორუმპირებული და არაკომპეტენტურია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მოსამართლემ თქვას – „კარგი, ის შესაძლოა, კორუმპირებულია, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლებ… თქვენ აგირჩიეს ქვეყნის სამართავად და იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახადოთ, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება, შეისწავლოთ, სწორია თუ არა ყველაფერი, რასაც ისინი იხდიან ან პატიოსნად იხდიან თუ არა“, – განაცხადა ტრამპმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031