გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: როგორ ჯდება ყალბ „იზოლაციაში“ ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად... უზნეო ნარატივები მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული

13-02-2025

როგორ ჯდება ყალბ „იზოლაციაში“ ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.


აბაშიძის თქმით, „ქართული ოცნების“ რუსეთუმეობას მხოლოდ რუსთაველზე მოხეტიალე მარგინალები თუ იჯერებენ და იქაც არაა ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით.


„როგორ ჯდება ყალბ „იზოლაციაში“ ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული. იაფფასიან ბლა ბლას „ქართული ოცნების“ რუსეთუმეობაზე მხოლოდ რუსთაველზე მოხეტიალე მარგინალები თუ იჯერებენ. იქაც არაა ერთსულოვნება ამ საკითხზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ, შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს. ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს,“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728