გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: Deep state-ის მიერ ამ ეტაპზე დამორჩილებულმა ევროპარლამენტმა სუვერენულ საქართველოზე მორიგი სამარცხვინო რეზოლუციით ჩვენს საზოგადოებაში მორიგი დიდი ზიანი მიიყენა

13-02-2025

„ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, ნაცრადიკალების წაქეზება და ლეგიტიმური ხელისუფლების როგორმე შერყევის მცდელობა არც სერიოზულია და არც არაფრის მომტანია არცერთი დასავლური ინსტიტუტისთვის“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ.


ანალიტიკოსის თქმით, სახედაკარგულ ევროკრატთა ამგვარი არაადეკვატური გალაშქრება ქართველთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ უკიდურესად წაგებიანი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში დღემდე მოქმედი ე.წ. „მენტორებისთვის“.

„Deep state-ის მიერ ამ ეტაპზე დამორჩილებულმა ევროპარლამენტმა სუვერენულ საქართველოზე მორიგი სამარცხვინო რეზოლუციით ჩვენს საზოგადოებაში მორიგი დიდი ზიანი მიიყენა. ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, ნაცრადიკალების წაქეზება და ლეგიტიმური ხელისუფლების როგორმე შერყევის მცდელობა არც სერიოზულია და არც არაფრის მომტანია არცერთი დასავლური ინსტიტუტისთვის. სახედაკარგულ ევროკრატთა ამგვარი არაადეკვატური გალაშქრება ქართველთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ უკიდურესად წაგებიანი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში დღემდე მოქმედი ე.წ. „მენტორებისთვის“.


Deep state-ის ჭაობის დაშრობა აშშ-ში დაწყებულია, ახლო მომავალში ეს პროცესი ევრობლოკშიც ინტენსიური იქნება ევროპელი ხალხის არჩევანით“ -წერს გია აბაშიძე „სოციალურ ქსელში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30