გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

14-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.   EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.


გამოფენას დაესწრო სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი.


EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან, ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას.  სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.


EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი. სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728