გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიკროსაფინანსო სფეროს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

21-02-2025

მიმდინარე წლის 27-29 მაისს, საქართველო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ (Shifts, Shocks and Solutions: Microfinance in the Shadow of Geopolitics) უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მიკროსაფინანსო სექტორის პრაქტიკოსები და ევროპის და ცენტრალური აზიის მოაზროვნე ლიდერები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.


სამდღიანი შეხვედრის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება.


„მიკროსაფინანსო სფეროს მსოფლიო ლიდერები გეოპოლიტიკური ცვლილებების გლობალურ პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ასევე, ყურადღებას გაამახვილებენ სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფასა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების პრაქტიკულ სტრატეგიებზე.

შეხვედრის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს სექტორში უსაფრთხოებას და მდგრად განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხება AI-სა და კლიმატის გავლენას სფეროს საქმიანობაზე.


აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.


შეგახსენებთ, MFC-ის 26-ე წლიურ კონფერენციაზე „მრავალფეროვნება ინკლუზიური დაფინანსებისთვის“, რომელიც პოლონეთში გაიმართა, 127 მიკროსაფინანსო და სოციალური საწარმოების დაფინანსების პროვაიდერი, 12 მიკროსაფინანსო ეროვნული ასოციაცია, 28 ინვესტორი, 13 საკონსულტაციო კომპანია, 9 პოლიტიკის შემქმნელი და მარეგულირებელი, 5 IT და ციფრული სერვისების პროვაიდერი მონაწილეობდა.


მიკროსაფინანსო ცენტრი MFC არის სოციალური საფინანსო ქსელი, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობას, ინკლუზიურობას, თანასწორობას და პასუხისმგებლობას. საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს 100-ზე მეტ ორგანიზაციას ევროპის, ცენტრალური აზიის 36 ქვეყანაში, რომლებიც პასუხისმგებელ მიკროსაფინანსო მომსახურებას თითქმის 2,000,000 დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტს აწვდიან“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ სარეგისტრაციო ბმული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728