გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდჟეი დუდა: მე შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის მომხრე დონალდ ტრამპთან

22-02-2025

პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მან შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის მომხრე დონალდ ტრამპთან.


„რამდენიმე წუთის წინ მე დამირეკა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩვენ შორის ღია საუბარი შედგა გენერალ კელოგთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრასთან და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მე გადავეცი მას, რომ ვთვლი, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე არ არსებობს სისხლისღვრის შეჩერების სხვა საშუალება და უკრაინაში მტკიცე მშვიდობის მიღწევა. ამ მიზეზით, მე შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის მომხრე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მე მჯერა, რომ კეთილი ნება და გულახდილობა აშშ-ის მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენენ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობით გლობალური სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის“, - წერს დუდა.


ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის კრიტიკის შემდეგ ევროპის შვიდი ქვეყნის ლიდერებს დაურეკა. მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031