გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე

24-02-2025

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები, იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.


„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვეს ევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ 2 კალათბურთელი, კაპიტანი, ბატონი თორნიკე შენგელია და ასევე გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30