გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სიმბოლური გარბენი მოაწყვეს

25-02-2025

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, 1921-მეტრიანი გარბენი მოაწყვეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებმა შემორჩენილი სანგრებიც დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.


ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების ჩართულობით ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728