გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩოხატაურის მერი: ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იწმინდება ცენტრალური გზები, ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია

25-02-2025

ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტში ინტენსიურ თოვასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.


შარაშიძის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იწმინდება ცენტრალური გზები, ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც, მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა და ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.


„ რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.


იწმინდება ცენტრალური გზები. ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.


მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა.


ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში ერთი დღით, ხოლო ბაღებში ორი დღით შეჩერდა,“- განაცხადა დავით შარაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031