25-02-2025
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარი ჩხიკვიშვილი მიმდინარე რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად მოიმატა, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები და ყველა სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს.
ჩხიკვიშვილი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩვენს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა. იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები. ამ წუთებში ვმუშაობთ გაღმა დვაბზუში. მეგობრებო, გვესმის, შექმნილი სიტუაცია ყველას გვაწუხებს. დამერწმუნეთ, მაქსიმალური კეთდება. შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური. ლაშა გოგოტიშვილი დილის 7 საათიდან მუშაობს უბნებში რთულ საგზაო მონაკვეთზე. გთხოვთ, დარჩით სახლში!“, - წერს მარი ჩხიკვიშვილი.