გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება

26-02-2025

„თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, შტაბს ექნება მოწოდებაც და თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.


მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მოხალისეთა ჩართვა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უკავშირდება.


მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ახლობლების მოკითხვას საკუთარი ძალებით, შეუსაბამო ტექნიკითა და შესაძლებლობებით ცდილობდნენ და საჭირო გახდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მოქალაქეთა საჭიროებების აღმოსაფხვრელად ოპერატიულად მოქმედებენ: „შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30