გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტმა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ

27-02-2025

ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია.


„არა თუ განცხადებები არ ყოფილა, მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მთელი ევროპარლამენტი ადგა და მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა მოთხოვნა სანქციებთან მიერთების შესახებ. რაზეა აქ საერთოდ საუბარი. მანამდე, გახსოვთ თქვენ კონკრეტული პრეზიდენტების, კონკრეტული ევროპარლამენტარების და ბევრი სხვა პოლიტიკოსის თუ ბიუროკრატის განცხადება, რასაც დიდი მოწონებით ხვდებოდა რადიკალური ოპოზიცია. არქივი არ იშლება, არსებობს არქივი. ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ. ამის შემდეგ რაზეა საუბარი, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30