გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა - კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ?

4-03-2025

„კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე უკრაინის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდების ჩამორთმევას.


მისივე თქმით, უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. მანვე აღნიშნა, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ.


„უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. უკრაინამ კალაძეს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ჩამოართვაო, უმჯობესია ვთქვათ, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. არ მინდა ომში მყოფ ქვეყანას დავცინო, მაგრამ დასაცინები ხართ აბა რა, სულ დაკარგეთ ადეკვატურობის განცდა, ქარის წისქვილების დევნის ნაცვლად, ქვეყანას მიხედეთ მეგობრებო, რომელიც თვალ და ხელშუა დაგენგრათ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31