გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი ავტომობილში მოწყობილი სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით გადაკვეთა, სომხეთის საზღვარი კი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტით

5-03-2025

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია გ.ბ.-ს მიერ სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 


უწყების ცნობით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.


„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.

გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31