გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება“ - ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

5-03-2025

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაგვაცნობს.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.

ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები


ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.0% შეადგინა
  • ადგილობრივმა ინფლაციამ თებერვალში 3.0% შეადგინა

საბანკო სექტორი

  • იანვარში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.9%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ იანვარში 53.4% შეადგინა
  • იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.2 პპ-ით, 43.7%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - იანვარში საქონლის იმპორტი წლიურად 45.5%-ით გაიზარდა. მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის მაღალმა ზრდამ განაპირობა. ამ ტიპის საქონლის წვლილი ზრდაში 44.7 პპ იყო
  • ექსპორტი - იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 19.3%-ით გაიზარდა და 403.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის ზრდა მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა. თუმცა ამავდროულად მოიმატა შუალედური სახის და საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტმაც
  • იანვრის მდგომარეობით, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 4,430.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31