გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა სალია: არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის, არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს „დიფ სთეითი“ და მისი წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში

8-03-2025

არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის, არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს „დიფ სთეითი“ და მისი წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


სალიას განცხადებით, საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მათ აღარ დარჩათ ამომრჩეველი და სწორედ იმიტომაც ამბობენ დღეს უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.


„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, არანაირი ნიშნები პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში არ არის, გვყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მას, დარწმუნებული ვარ, აღარ დარჩა ამომრჩეველი და, ფაქტობრივად, ამიტომაც ამბობენ დღეს უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ ხედავენ, ფაქტობრივად, ამომრჩეველი მათ არ დარჩათ. ამაზე მეტყველებს, ასევე, ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ჩვენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ეს არის წარმოუდგენელი, ამაზე ჩვენი პარტიის და ჩვენი ამომრჩევლის პოზიცია არის მყარი და ერთმნიშვნელოვანი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება. თუ ვინმეს უნდა, დაამტკიცოს, რომ ჰყავს ამომრჩეველი და შესწევს ძალა, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, კეთილი ინებონ და მიიღონ იმ არჩევნებში, რომელიც დანიშნულია შემოდგომაზე, მონაწილეობა,“- განაცხადა პაატა სალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31