გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Condé Nast Traveller-იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში

11-03-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა  Condé Nast Traveller  საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ლიდია სვინსკო მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.   


„საქართველო ცნობისმოყვარე მოგზაურობს ხიბლავს, ამ ქვეყანაში იმდენი სანახაობაა, რომ თვეები დაგჭირდებათ საქართველოს გასაცნობად, აქ ზიგზაგები უნდა გაიაროთ რომ შეისწავლოთ საქართველო ბათუმის შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთ საზღვრამდე. საქართველოში 1751-ზე მეტი მწვერვალია, რომელიც ნოემბრიდან აპრილამდე თოვლით იფარება. საქართველოში ამოუწურავი აქტივობები დახვდებათ ბუნების მოყვარულებს, მოთხილამურეებს, მოლაშქრეებს და გურმანებს, რომლებსაც კერძების მდიდარი არჩევანი ელოდებათ. მოგზაურები საქართველოს შორეულ სოფლებში უძველეს ეკლესიებს და ორნამენტებით მორთულ მონასტრებს გაეცნობიან“-წერს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი სტატიაში „იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში“.


ლიდია სვინსკო მკითხველს ურჩევს, როგორ დაგეგმოს ერთკვირიანი ტური საქართველოში.

"მოგზაურებს ბევრი რამ იზიდავთ, ქვეყნის შესასწავლად თუ მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ, ჩვენ გაგიმარტივებთ მოგზაურობას და გირჩევთ როგორ დაგეგმოთ 7 დღე საქართველოში“-წერს ავტორი და მკითხველს თითოეულ დღეს დეტალურად აღუწერს. 

1-ელ დღეს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი მოგზაურებს ძველი თბილისის,  აბანოთუბნის, კვების ობიექტებისა და ბაზრის ნახვას ურჩევს.

მე-2 დღეს ნაძვნარში ჩაფლული ბაკურიანის, სადაც როგორც სრიალი შეიძლება, ასევე ლაშქრობა და ცხენით ჯირით.

მე-3 დღეს ქუთაისის, თეთრი ხიდის, ბაგრატის ტაძრისა და კვების ობიექტების.

მე-4 დღეს ჟურნალისტი მკითხველს თბილისში დაბრუნებას და ქალაქის შემოგარენში ბილიკებზე  ლაშქრობას სთავაზობს.

მე-5 დღეს კი კახეთში გამგზავრებასა და  ღვინის რეგიონის მონახულებას.

მე-6 დღეს ლოპოტას.

 მე-7 დღეს კი  სიყვარულის ქალაქის, სიღნაღის დათვალიერებასა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031