გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლაცაბიძე: „მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურში უკვე 30 დასაქმდა

11-03-2025

რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის – „მართე შენი ქალაქის“ - ახალი ეტაპი დაიწყო.


ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება.


„მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო, ასევე მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


„რუსთავის მერიაში ახალგაზრდებისთვის დღეს დავიწყეთ პროექტის - „მართე შენი ქალაქის“ - მერვე ეტაპი, რომელიც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე, მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურში უკვე 30 დასაქმდა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.


პროექტის მერვე ეტაპის მონაწილე 35 სტუდენტი მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას და რუსთავის მერიაში გატარებული რეფორმების შედეგად დანერგილ ახალ სერვისებს ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა.


სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031