გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერმა "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ გახსნილი ჯგუფის მწვრთნელებს შეხვდა და ვილნიუსში ატიეტის თასზე მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატზე გააცილა

11-03-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ გახსნილი ჯგუფის მწვრთნელებსა და წევრს დანიელ ბოლქვაძეს, ვაკო ბეჟიტაშვილს, ალი რუსტამოვს შეხვდა და ვილნიუსში ატიეტის თასზე მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატზე გააცილა.


2023 წლის ბოლოს კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონების" ფარგლებში" ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა. ჯგუფს კვალიფიციური მწვრთნელები შავლეგ მაჭარაშვილი და ნიკა ლეკვეიშვილი ავარჯიშებენ. მწვრთნელების, ბავშვების მონდომებამ და მერიის ხელშეწყობამ შედეგი მალევე გამოიღო.


საქართველოს 27 რეგიონში გახსნილი ფილიალებიდან საქართველოს 18 წევრიან ბავშვთა ნაკრებში 3 კასპელი დანიელ ბოლქვაძეს, ვაკო ბეჟიტაშვილს და ალი რუსტამოვი იქნა შერჩეული.


მუნიციპალიტეტის მერმა „მომავალ ფეხბურთელებს“ წარმატებები უსურვა და მგზავრობის თანხებიც დაუფინანსა. როგორც მან აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა წარმატებული სპორტსმენების, სპორტისა და ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31