გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

12-03-2025

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა.


“ხუთშაბათის შეხვედრების” ახალ სეზონს ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები  -  შალვა ახრახაძე,“ფინანსური ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , “ლუკა პოლარეს” გენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივ “მოცვნარის” დირექტორი გაუძღვებიან.


შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები იმ გამოწვევებზე  ისაუბრებენ, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები  კომპანიის ზრდის პროცესში აწყდებიან- რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხებენ.


„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.


13 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/ETsJE8cqoSUDNU5H9

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31