გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

14-03-2025

თიბისი, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, უკვე მე-8 წელია, რაც  კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია.


საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და თიბისი, როგორც მისი პარტნიორი, მარკეტერის კატეგორიას წარადგენს.


ამ დროის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა ასობით ნიჭიერმა და შემოქმედებითმა ახალგაზრდამ მიიღო. 2024 წელს, კანის ლომებზე, საქართველოდან კანში გამგზავრებული ექვსი გუნდიდან ორმა ჯილდოს მოპოვება შეძლო.  


წელს, ახალგაზრდებს ფესტივალის 6 კატეგორიაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და გამარჯვებისთვის ბრძოლა. ესენია: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.


ფესტივალზე რეგისტრაციის 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში კონკურსი 27-30 მარტს გაიმართება, ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 4 აპრილს შედგება. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.


თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30