გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ფსევდოლიბერალებმა ისეთ შეცდომაში ჩააყენეს ამერიკის დიპლომატიური სამსახური, მასზე ისეთი შეტევა მიმდინარეობს „ფეისბუქში“, რომ ოკუპანტ რუსეთსაც შეშურდება

14-03-2025

„საქართველოში აშშ-ის საელჩოს ჩლუნგი ულტრამემარცხენე ადგილობრივი ანალიტიკოსი-მრჩევლები თუ ჰყავდა, ზღაპარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ვერავინ - ფსევდოლიბერალებმა ისეთ შეცდომაში ჩააყენეს ამერიკის დიპლომატიური სამსახური, რომ მასზე ისეთი შეტევა მიმდინარეობს „ფეისბუქში“, რომ ოკუპანტ რუსეთსაც შეშურდება“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის მიმართ განხორციელებულ შეტევაზე, რომელიც მასსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის გამართულ შეხვედრას მოჰყვა.


აბაშიძის თქმით, საქართველოს ინდივიდუალური მჭიდრო პარტნიორობა ყველა ჩვენს პატივისმცემელ სახელმწიფოებთან გაგრძელდება იმ ფონის მიუხედავად, როცა დუჟმორეული გლობალისტები ხავიან.


„საქართველოში აშშ-ის საელჩოს ჩლუნგი ულტრამემარცხენე ადგილობრივი ანალიტიკოსი-მრჩევლები თუ ჰყავდა, ზღაპარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ვერავინ - ფსევდოლიბერალებმა ისეთ შეცდომაში ჩააყენეს ამერიკის დიპლომატიური სამსახური, რომ მასზე ისეთი შეტევა მიმდინარეობს „ფეისბუქში“, რომ ოკუპანტ რუსეთსაც შეშურდება. საკითხი ეხება დროებითად, ინსტრუქციებით აზრზე მოსული, დიპლომატი თოჯინის, რობინ დანიგანის ჩვენს პირველ დიპლომატთან, მაკა ბოჭორიშვილთან დღევანდელ შეხვედრას. არ ვარ საჯარო პირი და ნებისმიერ ანტიქართველ უცხოელ აქტორს არ გავუტარებ ჩემი ქვეყნის მტრობას და მერე აფერისტობას! დიახ, საქართველოს ინდივიდუალური მჭიდრო პარტნიორობა ყველა ჩვენს პატივისმცემელ სახელმწიფოებთან გაგრძელდება იმ ფონის მიუხედავად, როცა დუჟმორეული გლობალისტები ხავიან“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031