გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო გალუმაშვილი: უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც

15-03-2025

უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი.


„საინტერესოა, რომ უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა.


წლის დასაწყისიდან „თიბისის“ აქციები გაიზარდა 38.52%-ით, „საქართველოს ბანკის“ აქციები - 20%-ით და „ჯორჯიან კაპიტალის“ - 22%-ით.

ბოლო 6 თვეში „თიბისი“ - რეკორდული 53%, „საქბანკი“ - 40%, „ჯორჯიან კაპიტალი“ - ასევე რეკორდული - 49%. ახლა ვნახე და თვალებს არ ვუჯერებდი“, - აღნიშნავს გალუმაშვილი.


მისივე თქმით, ასეთ ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31