გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2025" ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

18-03-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025"  ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფანცულაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა დაესწრნენ.


გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართველ მეწარმეებს, აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია, მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება და გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები.


ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსის“, „აგროლეინის“, „აგროლაინისა“ და  „ჯეოფლაუერსის“  სტენდები.


გამოფენის ვიზიტორებს საშუალება  ჰქონდათ, გასცნობოდნენ  ქართული კომპანიების  წარმოებულ  პროდუქციას: ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს.


აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების  ინტერესი დაიმსახურეს.  როგორც კომპანიების წარმომადგენლები  აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ.


 „Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას 70,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2900 კომპანიამ 70  ქვეყნიდან.  „Foodex Japan 2025” 11-14 მარტს გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31