გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე FARA-ს დოკუმენტზე: ის ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება - გილაური საქართველოს მტრებს უხვად უხდის ხალხისადმი მოპარულ ფულებს

19-03-2025

„ის ძირგამომთხრელი ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება. და ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა საყოველთაოდ ცნობილმა FARA-მ, რომლის ქართული ანალოგიც სულ მოკლე ხანში თავზარს დასცემს საქართველოში მყოფ აგენტ-მოღალატეებს“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც ეხმიანება ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაში 600 000 დოლარი გადაიხადა.


გვენეტაძის განცხადებით, ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაცმოძრაობის" დროს, რომელმაც როგორც ირკვევა, ქვეყნის ღალატის ფასად მილიონები იშოვა, ახლა კი, ქვეყნის განადგურებისთვის მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისთვის მოპარულ ფულს.


„არაფერი არ არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო“ ბრძანებს სახარება. დიახ, ის ძირგამომთხრელი ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება.


და ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა საყოველთაოდ ცნობილმა FARA-მ, რომლის ქართული ანალოგიც სულ მოკლე ხანში თავზარი დასცემს (უკვე დაცემული აქვთ) საქართველოში მყოფ აგენტ-მოღალატეებს.


რუსთაველზე წაღმა-უკუღმა მორბენალო ე.წ. „გულწრფელო“ მოპროტესტენო, კიდევ ერთხელ გადახედეთ, ნახეთ და გააანალიზეთ. აი ეს სუბიექტი ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაცმოძრაობის" დროს, რომელმაც მილიონები იშოვა, როგორც ირკვევა ქვეყნის ღალატის ფასად.

უფრო მეტიც, ახლაც, ამ წუთებში, ეს ავაზაკი საქართველოს დაქცევა-განადგურებისთვის მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისადმი მოპარულ ფულებს, ისევე როგორც მისი ბელადი მიშა“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31