გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19-03-2025

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ბათუმის ტერიტორიაზე განათავსა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა", მე-6 ნაწილის „ა" და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31