გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესო ხარძიანი დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არ ვართ შურისმაძიებლები, მაგრამ სიმართლის მაძიებლები ნამდვილად ვართ

21-03-2025

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაიხადა კომისიის შექმნისთვის.


როგორც მან აღნიშნა, ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცეს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.


„მადლობით შემოვიფარგლები, რომ ეს ეს კომისია შეიქმნა. მინდა ვთქვა, რომ აქ არ ვზივარ შურისმაძიებელი შვილი, გაბოროტებული. ჩემი თავისთვის უფლება არ მიმიცია, რომ ეს ასე ყოფილიყო. არ ვართ შურისმაძიებლები, მაგრამ ჩვენ სიმართლის მაძიებლები ნამდვილად ვართ. ერთია, ჩვენ რა გვსურს, მეორე არის კანონი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ქცევებს იმ სახელმწიფოში, რომელ სახელმწიფოშიც დღეს ვიმყოფებით და დღეს ამ ადამიანებმა, რომლებზეც ვისაუბრეთ, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ისინი უნდა იყვნენ მაგალითები, რომ ასე არ უნდა მოექცეს სახელმწიფო თავიანთ მოქალაქეებს. მე პირადად, როგორც ბესო ხარძიანს, ვერაფერი გამიბათილებს და ვერ შემივსებს იმ დანაკლისს რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. უბრალოდ ეს უნდა იყოს დასანახავად, რომ მათ დააშავეს და უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31