გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჭეიშვილი: ტრამპის პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად, მის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია

23-03-2025

„დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ამერიკის სენატში განსახილველი “მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციას ეხმიანება.


მისი განცხადებით, ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგბტ” პროპაგანდას და ამავდროულად, ითხოვდე ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე.


„ეს ფოტო არის, ამერიკის სენატში განსახილველად დარეგისტრირებული “მეგობარი” აქტის მხარდამჭერი აქციიდან,თბილისში. დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით. ღიად ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგბტ” პროპაგანდას ქვეყანაში და თვალთმაქცურად ითხოვდე, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე ! ეგრეთ წოდებული “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში “დიპ სტეიტის” აგენტურას და დონალდ ტრამპის მაგინებლებს.” - წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031