გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ მოსწავლეებს „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა

23-03-2025

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ,,ერთი დღე ჯარში" ფარგლებში ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო ქვედანაყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ახალგაზრდები ჯარისკაცების ყოველდღიურობას გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი ყაზარმები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ასევე კრიზისებზე რეაგირების აღჭურვილობა.


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის ისტორია უამბეს და გვარდიის ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. მოსწავლეებმა სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ბრძოლის ველზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს გაეცნენ და თეორიულად შესწავლილი საკითხები პრაქტიკაშიც გაითამაშეს. დღის ბოლოს სტუმრებმა ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ,,ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.


„ერთი დღე ჯარში“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. პროექტი ქართული ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის მეტ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31