31-10-2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ტ.ხ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 219,17 გრამი) აღმოაჩინეს.
„საქონლის საბაჟო ღირებულებამ 13 692.12 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 13 692.12 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024