გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისში მზის პანელების წარმოება იწყება

31-10-2018

ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება.


სულ მალე ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება. პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება, კერძოდ, მას სათავეში გერმანულ-მექსიკური კომპანია AE SOLAR ჩაუდგება, რომელთანაც კონტრაქტი ახლო მომავალში გაფორმდება.


მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში პირველად კეთდება, საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს დაამზადებს.


ინვესტიცია მრავალმილიონიანია და საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კეთდება, პრაქტიკულად, სიდიდით ხის გადამამუშავებელ და ფეროშნადნობების ქარხანას გაუტოლდება” – განაცხადა ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ.


ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031