გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: ვეცდებით, საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ Edelweiss Air-თან ერთად

26-03-2025

შვეიცარიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ევროპულ ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის გასაზრდელად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვეიცარიულ ავიაკომპანიასთან Edelweiss მარკეტინგული კამპანია დაიწყო.  

 

„მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახდენთ საქართველოს პოპულარიზაციას, ვუმასპინძლებთ ჟურნალისტებს პრესტურის ფარგლებში, გვექნება მარკეტინგული კამპანიები ციფრულ პლატფორმებზე, ასევე გარე რეკლამები შვეიცარიის ქალაქებში, სადაც მოვახდენთ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ვეცდებით, რომ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ Edelweiss Air-თან ერთად“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

 

მარკეტინგული კამპანიის დაწყებამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე  შვეიცარიულ ავიაკომპანიის Edelweiss Air-ის უფროს მენეჯერს კორინ რომერს შეხვდა და კამპანიის გეგმები განიხილა.

  

„თბილისის მიმართულებით ფრენას აპრილიდან შევძლებთ და კვირაში ორი რეისი შესრულდება. მიმაჩნია, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა, რადგან ამ დრომდე შვეიცარიიდან თბილისში ჩამოსვლა არ იყო ადვილი. თანაც, ამ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნაა. მოუთმენლად ველოდები ამ რეისის ამოქმედებას“,-განაცხადა კორინ რომერმა.

 

ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება.  კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება  სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში.


კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში,  სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.


ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი.

შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

 

ავიაკომპანია Edelweiss  ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ფრენები აქამდე არ სრულდებოდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31