გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ნოღაიდელი: მიდიოდა მოძრაობა სერიოზული დაძაბულობისკენ, საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე, ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე, მე იმიტომ ვადარებ ამ სიტუაციას 2008-სთან, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ კონფლიქტის აცილება მოხერხდა

26-03-2025

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, კომისიის წინაშე დასმულ კითხვებს უპასუხა, სადაც გაიხსენა მასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შორის მომხდარი ერთ-ერთი კონფლიქტის მიზეზი.


ნოღაიდელის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი მოჰყვა 2006 წელს [ირაკლი] ოქრუაშვილის გადადგომას, რომელიც იმჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა და, ფაქტობრივად, ხელისუფლება იყო შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტთან ჩხუბისა და დარწმუნების შემდეგ მოხერხდა.


„ჩვენ გვქონდა კამათი განცხადებებზე, რომლებიც სრულიად კონტრპროდუქტიული და არასაჭირო იყო. მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი და ღრმა საკითხებიც იყო. 2006 წელს ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა ეს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ჩვენ, ფაქტობრივად, ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა. პრეზიდენტთან ჩხუბით მოგვარდა ეს ამბავი, დარწმუნებით,“- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისივე თქმით, აღნიშნულ კონფლიქტს იმიტომ ადარებს 2008 წლის მოვლენებს, რომ თავიდან აცილებადი იყო, როგორც ეს 2006 წელს მოხერხდა.


„ვხედავდი, რომ მიდიოდა მოძრაობა სერიოზული დაძაბულობისკენ, აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე, ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე, მე იმიტომ ვადარებ ამ სიტუაციას 2008-სთან, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ იმ კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31