გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება

31-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ქვეყანაში „მოდელირებული კალანდობის“ მოწყობა სურთ.


მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც რეინკარნაციის გზით საზოგადოების თვალის ახვევას ცდილობს.


„ნაციონალურ მოძრაობას“, (და ამ დასახელებაში უკვე „ევროპული საქართველო“ ძალიან კარგად იკითხება), სურს, რომ კვლავ მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში „მოდელიებული კალანდობა“. გახსოვთ ალბათ ის ცნობილი „კალანდობა“, სადაც მსახიობები მონაწილეობდნენ, ხოლო პრეზიდენტის როლში გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი. ეს საოცარი რამ იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის როლს პრეზიდენტი ასრულებდა.

„მოდელირებული ქრონიკა“, „მოდერილებული კალანდობა“, მოდერილებული რეალობა, დახოცილი ადამიანები, რობაქიძე, გირგვლიანი, დაკარგული 100-ზე მეტი სოფელი, დაკარგული ღირსება, როდესაც ადამიანებს, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ სახეში აფურთხებდნენ. დიახ, ეს იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს რეინკარნაციას ცდილობს, ცდილობს თვალი აუხვიოს საზოგადოებას, დააჯეროს და დაარწმუნოს იმაში, რაც არ არსებობს. ასევე, დაავიწყოს ის, რისი დავიწყებაც შეუძლებელია და ამ ყველაფრის ფონზე კვლავ ცდილობს პოლიტიკური ქულების მოგებას და რეინკარნაციას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930