გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი და ოპოზიციური მედია ცდილობს 20 კაცთან გასაუბრება საზოგადოებას კვლევად შეასაღოს!

30-03-2025

„ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი და ოპოზიციური მედია ცდილობს, 20 კაცთან გასაუბრება, საზოგადოებას კვლევად შეასაღოს! არ ვხუმრობ, ორგანიზაცია თვითონ წერს რომ კვლევა 20 კაცში ჩაატარა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება. ალბათ ხვდებით, რომ აქ სიტყვა დადგინდა ზედმეტი და გადაჭარბებულია“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.


მისივე თქმით, 20 ადამიანის მოსაზრების 1 200 000 ადამიანზე განზოგადება არ შეიძლება და ქეთევან გომელაური ამ "კვლევით", რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მანიპულაციას ცდილობს.


ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდი და ოპოზიციური მედია ცდილობს, 20 კაცთან გასაუბრება, საზოგადოებას კვლევად შეასაღოს! არ ვხუმრობ, ორგანიზაცია თვითონ წერს რომ კვლევა 20 კაცში ჩაატარა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქართული ოცნების მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება. ალბათ ხვდებით, რომ აქ სიტყვა დადგინდა ზედმეტი და გადაჭარბებულია.


ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის მიერ ჩატარებული ინდივიდუალური გასაუბრებები არ შეიძლება კვლევად შეფასდეს! ეს არის დილეტანტიზმის მწვერვალი, კვლევა მსგავსი მეთოდოლოგიით არ ტარდება, 20 ადამიანის მოსაზრების, 1 200 000 ადამიანზე განზოგადება არ შეიძლება, მსგავსი შედარებისთვის აუცილებელია, გამოკითხულ იქნეს სხვა პარტიების მხარდამჭერები, პასუხების ანალიზის შემდეგ შესაძლებელია რაიმეს სახის დასკვნის გაკეთება, ასევე სრული სურათისთვის შესაქმნელად არ შეიძლება 20 ადამიანთან გასაუბრება მთელ ქვეყანაზე განვაზოგადოთ, ანუ „კვლევამ“ რეალურად გარკვეული ლოკაცია მოიცვა და არა ზოგადად საქართველო!


„კვლევა“ ქეთევან გომელაურმა და მისმა გუნდა ჩაატარა, ეს არის არაპროფესიონალების მიერ ჩატარებული „კვლევა“ რომლის სერიოზულად მიღება შეუძლებელია, ვინმე ქეთევანი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მანიპულაციას ცდილობს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან!" - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031